მთავარი პროკურატურა 15 ნოემბერს განხორციელებული დაკავებების საფუძვლების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოცხადებას დღეს 12 საათზე სპეციალურ ბრიფინგზე გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, დღესვე, ბრიფინგის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა განასაჯაროებს მტკიცებულებათა ნაწილს, რაც ზემოაღნიშნულ პირთა დაკავების საფუძველი გახდა.
ამ დროისთვის მთავარმა პროკურატურამ უკვე გამოაქვეყნა იმ 12 პირის ვინაობა, ვინც 15 ნოემბერს იქნა დაკავებული.

















