საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გაუქმებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აკეთებს.
„საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის სახელთან ან სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დღის წესრიგში არ დგას ცვლილებების განხორციელება“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გაუქმების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ, თბილისში, „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, ოკუპაციის მუზეუმი ხელს უშლის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას და მათი სურვილია საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ნაცვლად, გმირთა მუზეუმი არსებობდეს.

















