გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთი ქუჩა დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, 16 ნოემბრის 11:00 საათიდან 17 ნოემბერის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება გუდამაყრის, ბუაჩიძის, ჩარგლის, ზიგზაგის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, იმერეთის,ზედაზნის, ზაზიშვილის, გედევანიშვილის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ბუხაიძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგება შეუწყდება ასევე, ცოტნე დადიანის გამზირის დასაწყისს მიმდებარე ქუჩებით, სანზონის კორპუსებს, კუკიისა და ელიას დასახლებებს, ლოტკინისა და ავლაბრის ნაწილს და
N1 სამშობიარო კლინიკას.

















