საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხას, რომ ბოლო დროს განხორციელებულ გახმაურებულ დაკავებებთან დაკავშირებით, საჯარო საპროტესტო ღონისძიებები მოეწყოს.
მედიასტან საუბარში წიკლაურმა არ გამორიცხა ასევე, თბილისის მერის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის დაკავებაც. ის ხიზანიშვილის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარების ფაქტს პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის მცდელობად აფასებს
„ხიზანიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამიტომ ეს არის პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის მცდელობა. სავსებით შესაძლებელია დაკითხვის შემდეგ ხიზანიშვილი გამოუშვან, მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს და როგორც წესი, მრავალსაათიანი დაკითხვების შემდეგ ამ ადამიანების დაკავება ხდება ხოლმე“ - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით თუ ეს პროცესები ასე გაგრძელდება და „ასე აშკარა პოლიტიზებულ სახეს შეიძენს“, საჭირო გახდება ქართული საზოგადოების გააქტიურება და მათი მხდიდან სამოქალაქო პროტესტის საჯაროდ გამოხატვა.
წიკლაურმა ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად იზრუნებს იმ ძალების კონსოლიდირებაზე, ვისაც ქვეყნის წარსულში და სიბნელეში დაბრუნება არ უნდა.

















