თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელიც გუშინ ორდღიანი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა, საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნდება.
ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის განცხადების თანახმად, უგულავას ვადაზე ადრე დაბრუნების მიზეზი, მისი ვიზიტის დროს სამართალდამცველების მიერ მისი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის დაკავება გახდა.
შოთა ხიზანიშვილი გუშინ მთავარ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

















