logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„საია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პოლიტპატიმრების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება
„საია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პოლიტპატიმრების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება
17:43 15.11.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, 2012 წლის 15 ნოემბერს, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის საქმიანობასა და პოლიტპატიმრების მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ, დღეს პრესკონფერენციას გამართეს. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„2012 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი დაკომპლექტდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, შევიდა ამ ჯგუფის შემადგენლობაში.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ სტატუსის განსაზღვრა მოხდებოდა სწორედ ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად.

სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის. სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლეოდა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას. ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მივიჩნევთ, რომ ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირული შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები. ეს შეთავაზება არ გულისხმობდა ყველა საქმის მასალის დეტალურ შესწავლას და პროცესის წლების განმავლობაში გაჭიანურებას, არამედ იმ აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების შეფასებას, რაც აუცილებელი იყო პირისათვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და და “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” დატოვა ჯგუფის შემადგენლობა.

ჩვენ მიერ ჯგუფის დატოვებამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებში. გავრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია, რომ საია არ აღიარებს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობას, არ უწევს მათ დახმარებას და არ შეუსწავლია თავის დროზე პოლიტიკური პატიმრების საქმეები.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ უკვე წლებია ვმუშაობთ პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე, ვუწევთ მათ საადვოკატო დახმარებას საქართველოში და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. შესწავლილი გვაქვს არაერთი პოლიტიკური პატიმრის საქმე, გამოცემული გვაქვს ანგარიშები და კვლევები.

მაგალითიად, საიამ 2010 წელს შეისწავლა 24 პოლიტიკური პატიმრის საქმე, აღნიშნულის თაობაზე სპეციალური ანგარიში გამოიცა 2011 წელს. ამ ეტაპზე კი ვსწავლობთ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა საქმეებს - ჯამში 30 საქმე (მათ შორის ზაზა სამხარაძის, გია სალუქვაძის საქმეებს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა საქმეებს რომლებიც დღეს ჩვენდა გასაოცრად ხელს აწერენ განცხადებას საიას წინააღმდეგ) რომელთაგან ზოგიერთი არის ჯგუფური საქმე და მოიცავს, დაახლოებით, 50 პირის სისხლის სამართლის საქმეს.

ჯგუფის დატოვების მიუხედავად, ჩვენ, საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე. ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან და კომიტეტის სხდომაზე წარვადგინოთ მოსაზრებები ჩვენს მიერ შესწავლილ პოლიტიკური პატიმრების საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენი დასკვნების ნაწილი უკვე გაეგზავნა პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს და ჩვენ გავაგრძელებთ ამ სახის დასკვნების მათთვის მიწოდებას, რათა დავეხმაროთ ჯგუფს მუშაობაში“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გავრცელებულ განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა