2012 წლის იანვარ-ოქტომბრის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8521 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,
რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1985 მლნ. აშშ დოლარი იყო (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 6536 მლნ. აშშ დოლარი (16 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში 4551 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მოცემული საანალიზო პერიოდის დაზუსტებული მაჩვენებელი მიმდინარე წლის 26 დეკემბერს გამოქვეყნდება.

















