საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყანაში „ინკლუზიური ტურიზმის“ განვითარებისთვის ხელშეწყობას გეგმავს. ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ განაცხადა.
გერმანული პროდუქციის გამოფენა - „ექსპო გერმანია 2012“ თბილისის „ივენთ ჰოლში“ უკვე გაიხსნა. გამოფენაზე 50-მდე გერმანული კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე მის მიერ გაკეთებული განცხადების არაზუსტ ციტირებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამასთან ერთად, ადგილი პოლიტიკურ სპეკულაციებსაც ჰქონდა.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ თუ რეალურ ოპოზიციონერებს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე შეექმნებათ,
საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გერმანიაში თავის პირველი ოფიციალური ვიზიტისას, კანცლერ ანგელა მერკელთან ევროზონის ქვეყნებში შექმნილი კრიზისის საკითხი განიხილა.
ახალ გვინეაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწფიო მინისტრი, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და ბრიუსელში მისი ვიზიტის დროს ჩიკაგოს ნატო-ს სამიტისთვის გამართული ბოლო კონსულტაციების შესახებ ესაუბრა.
ევროპის კვირეულის ფარგლებში დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, თემაზე - „ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის“ საჯარო დისკუსია გაიმართება.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული კვლევის - „რძის პროდუქტების ბაზარი თბილისში“ შედეგების პრეზენტაცია დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.