საქართველოში „ინკლუზიური ტურიზმის“ განვითარების პერსპექტივების განხილვას დაეთმობა დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ორგანიზებით დაგეგმილი შეხვედრა.
როგორც „ნიუსპრესს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცნობეს, ღონისძიება მიზნად ინკლუზიური ტურიზმის პოპულარიზაციასა და ამ სფეროში არსებული სიახლეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს.
შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გახსნის.
ღონისძიებაზე პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარსა“ გამართავს.

















