logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბურჯანაძე - თუ ვინმეს საფრთხე დაემუქრება, საზღვრის უსაფრთხოდ გადაკვეთაში დავეხმარები
ბურჯანაძე - თუ ვინმეს საფრთხე დაემუქრება, საზღვრის უსაფრთხოდ გადაკვეთაში დავეხმარები
11:24 16.05.2012
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ თუ რეალურ ოპოზიციონერებს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე შეექმნებათ,  ის მათ საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარება. ამის შესახებ ბურჯანაძემ რეგიონული მედიის წარმომადგენლებსა და „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ თუ ვინმეს საფრთხე დაემუქრება, დავეხმარები საზღვარი უსაფრთხოდ გადაკვეთოს. თუ მაგალითად დავინახავ, რომ იგივე ბატონ ბიძინას ან ვინმე რეალურ ოპოზიციონერს ხელისუფლებისგან რეალური საფრთხე ემუქრება, მაქსიმალურად შევეცდები, რომ დავეხმარო“ - განაცხადა მან.
ამასთან, ბურჯანაძემ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ, მისი მეუღლის ბადრი ბიწაძის მიერ საზღვრის გადაკვეთის დეტალები კიდევ ერთხელ განმარტა.
მისი თქმით, მათ ინფორმაცია ჰქონდათ ბიწაძის ლიკვიდაციაზე ხელისუფლების გეგმების შესახებ. მისივე განმარტებით, ხელისუფლების სცენარის მიხედვით, ბიწაძე 26 მაისის ღამეს შეაიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მცდელობის პროცესში უნდა მოეკლათ.
„სანაპიროზე ანტიტერორისტული შეიარაღებული შენაერთები იდგნენ, რომლებიც ტყვიის გავარდნისთანავე სპეცოპერაციაში ჩაერთვებოდნენ. სწორედ ამიტომ, 26-ში დარბევის დროს ჩემი მეუღლე იქ არ იმყოფეობდა, ეს იყო აბსოლუტურად შეგნებული გადაწყვეტილება“ - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ბიწაძის მიერ საზღვრის დატოვების გარემოებებს, ბურჯანაძის განმარტებით, ამაზე ის განცხადებებს შეგნებულად არ აკეთებს, რადგან არ სურს ხელისუფლებას დამატებითი რეპრესიების განხორციელების საშუალება მიეცეს.
„თუმცა, იმ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, როდესაც ამბობენ, რომ შეიძლება ხალისუფლებაში ვინმე ჭკვიანი მიხვდა - მოკლული ან ციხეში მყოფი ბადრი ბიწაძე მათთვის მისაღები არ იქნებოდა და ისეთივე თავის ტკვილი იქნებოდა, როგორიც ახლა უკრაინის ხელისუფლებისთვის ტიმოშენკოა“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ ის თავისი ოჯახის წევრებზე საუბრისგან ხშირად შეგნებულად იკავებს თავს, რადგან არ სურს საზოგადოებას ეს თემა თავს მოახვიოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა