გერმანული პროდუქციის გამოფენა - „ექსპო გერმანია 2012“ თბილისის „ივენთ ჰოლში“ უკვე გაიხსნა.
გამოფენაზე 50-მდე გერმანული კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.
როგორც გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენინგმა განაცხადა, ღონისძიება გერმანია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში კარგი საინვერტიციო გარემოა და ქვეყნის კანონები უცხოელი ინვესტორებისთვის სრულიად მისაღებია.
„მინდა მოვუწოდო გერმანულ კომპანიებს ინვესტიციები საქართველოში ჩადონ, რადგან ამ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოა. იმედი მაქვს, მომდევნო წლების განმავლობაში ქართულ ბაზარზე უფრო მეტ გერმანულ კომპანიას ვიხილავთ“ - აღნიშნა ჰენინგმა.
გამოფენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავაც ესწრება. როგორც მან აღნიშნა, გერმანული კომპანიები საქართველოში საკმაოდ წარმატებით საქმმიანობენ. ისინი თავიანთ ბიზნეს ზრდიან და იმავდორულად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობენ.
„გვიხარა, რომ ასეთი გამოფენები პერიოდულად იმართება. ჩვენ მათში ყოველთვის სიამოვნებით ვმონაწილეობთ“ - აღნიშნა მატკავამ.
გამოფენის ორგანიზატორი საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებაა. „ექსპო გერმანია 2012“ დამთვალიერებლებს 15:00 საათამდე უმასპინძლებს.

















