თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს 11.00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი ისანი-სამგორის რაიონში მესხიშვილის, ხეივნის, ორხევის, 300 არაგველის ქუჩებსა და წმინდა ბარბარეს დასახლებას შეეზღუდება.
შეზღუდვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ჩუბინიშვილისა და გოგი დოლიძის ქუჩებს, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონში სარაჯიშვილის, კვანტალიანისა და გოძიაშვილის ქუჩებს შეეხება.
აღნიშნულ აბონენტებს წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგება.
დიღმის ველზე 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის დაზიანების გამო, 15 მაისის 11:00-დან 16 მაისის 11:00 საათამდე წყალი სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმის, ქოშიგორის, „სასოფლოს“ და ამერიკის საელჩოს დასახლებებს, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვაშლიჯვარში - „ფარმაკოქიმიას“, დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით ვეძისის დასახლება, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მიმდებარე ქუჩები, ვაჟა-ფშაველას გამზირი - თამარაშვილის ქუჩამდე და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი მიიღებს.
თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაზიანების აღდგენის მიზნით, 11:30-დან 20:00 საათამდე წყალმომარაგება ყიფშიძის, აბულაძის, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩებს შეუწყდება.

















