logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საია ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს
საია ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს
10:56 16.05.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის ბესო გაზდელიანის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით გავრცელებულ ვიდეომასალში ნათლად ჩანს როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას გამგებლის მოადგილე ორთაჭალაში შეკრებილ მოქალაქეებსა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტებს, რომლებიც თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს აკრიტიკებდნენ.
„კადრებიდან ჩანს, რომ ჩხუბის ინსპირატორი ბესო გაზდელიანია. იკვეთება დანაშაულის ნიშნები. იმის გათვალისწინებით, რომ ცემის ამსახველი ვიდეომასალა გავიდა რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში, კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ“- ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია, ასევე, გამგებლის მოადგილის ქმედებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ გაკეთებული განცხადების გამო გამოთქვამს შეშფოთებას. ასოციაციის განმარტებით, მერია აქცენტს მოქალაქეთა ქმედებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ მათ პერსონალური შურაცხყოფა მიაყენეს გაზდელიანს, საიას განცხადებით, ვიდეომასალის მიხედვით, გამგებლის მოადგილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დასტურდება.
საია თბილისის მერიას და ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს შეახსენებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განაცხადა -,,გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამონათქვამი, რომელსაც საზოგადოება ნეიტრალურად აღიქვამს, არამედ ისეთი განცხადებებიც, რომლებიც შოკისმომგვრელი, ამაღელვებელი და შეურაცხმყოფელია საზოგადოებისა ან მისი განსაზღვრული ნაწილისათვის“. გამოხატვის თავისუფლების ფარგლები განსაკუთრებით დაცულია მაშინ, როცა კრიტიკის ობიექტი ხელისუფლებაა.
საიას ცნობით, მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ბესო გაზდელიანის ქმედება და მერიის ყველა თანამშრომელს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„გვსურს, მერიას შევახსენოთ, რომ მაშინ როდესაც, საჯარო მოხელე ჩართულია ძალადობაში, მერიას მოეთხოვება უფრო მეტი, ვიდრე ასეთი ქმედების ,,გაუმართლებლად” მიჩნევაა. გაზდელიანის ქმედება აშკარად ჯდება ზოგადზნეობრივი ნორმის საწინააღმდეგო და მერიის დისკრედიტაციისკენ მიმართული საქციელის განსაზღვრებაში, რაც წარმოშობს უშუალოდ თბილისის მერის ვალდებულებას დააკისროს ბესო გაზდელიანს დისციპლინური პასუხისმგებლობა“- განაცხადეს საიაში.
ასოციაცია, საგამოძიებო ორგანოებს მედიაში გავრცელებულ ფაქტზე წინასწარი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. თუ დადგინდება, რომ ბესო გაზდელიანის ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თბილისის მერმა გაზდელიანის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა გამოიყენოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა