სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გვერდის ადმინისტრაცია კითხვების მიღების მორიგ ეტაპის დაწყებას აცხადებს.
მათი ინფორმაციით, კითხვების მიღება 20 მაისამდე გაგრძელდება. პასუხები კი, მათ 28 მაისიდან 1 ივნისამდე გაეცემა.
„კითხვები, რომლებზეც პასუხები უკვე გაცემულია, ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩება. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამას“ - აცხადებენ გვერდის ადმინისტრაციაში.
„ფეისბუქის“ ივანიშვილის გვერდზე კითხვების მიღების პირველი ეტაპი რამდენიმე თვის წინ იყო გამოცხადებული.

















