ევროპის კვირეულის ფარგლებში დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, თემაზე - „ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის“ საჯარო დისკუსია გაიმართება.
თსუ-ს ინფორმაციით, დისკუსიაში მომხსენებლები ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი იქნებიან.
შეხვედრაში მონაწილეობას აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი მიიღებენ.

















