რუსულენოვანი ტელეკომპანია „პირველი კავკასიურის“ თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ არხის მაუწყებლობის გათიშვის ძირითადი მიზეზი ფინანსური პრობლემაა და პარლამენტს „პიკსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში რიგგარეშე აუდიტის ჩატარების თხოვნით მიმართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი“ ახალი ხელისუფლებისგან აზატრული თამაშების შეზღუდვის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში პასუხისმგებლობას იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს აკისრებს.
კომპანია „თელასის“ პროფკავშირების თავმჯდომარემ მალხაზ ღონიაშვილმა კომპანიის კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით მშრალი შიმშილობა დაიწყო.