logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ტელეკომპანია „პიკის“ კოლექტივი საზოგადოებრივ მაუწყებელში რიგგარეშე აუდიტის ჩატარებას მოითხოვს
ტელეკომპანია „პიკის“ კოლექტივი საზოგადოებრივ მაუწყებელში რიგგარეშე აუდიტის ჩატარებას მოითხოვს
16:41 23.10.2012
რუსულენოვანი ტელეკომპანია „პირველი კავკასიურის“ თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ არხის მაუწყებლობის გათიშვის ძირითადი მიზეზი ფინანსური პრობლემაა და პარლამენტს „პიკსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში რიგგარეშე აუდიტის ჩატარების თხოვნით მიმართავენ.

როგორც დღეს „რია ნოვოსტის“ საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე აღინიშნა, 25 ოქტომბერს „პიკის“ კოლექტივი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზე შესაბამის წერილს შეიტანს და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქციას გამართავს.

როგორც საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ეკატერინე კოტრიკაძემ განაცხადა, „პიკი“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონტრაქტით გათვალიწინებულ ყველა ვალდებულებას ასრულებდა და ტელეკომპანიის კოლექტივის უფლებების დასაცავად ყველა შესაბამის ორგანიზაციას მიმართავს.

მისი თქმით, მთავარი კითხვა, რომელსაც კოლექტივი სვამს არის - სადაა ის თანხა, რომელიც ტელეკომპანიისთვის წლის ბოლომდე იყო გამოყოფილი. წლის ბოლომდე „პიკის“ ბიუჯეტში 2 მლნ-ზე მეტი ლარი უნდა იყოს დარჩენილი. სულ წლის განმავლობაში ტელეკომპანიისთვის 14 მლნ ლარია გათვალისწინებული.

დისკუსიაში მონაწილე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ექსპერტების განმარტებით, როგორც საქართველოს ისე მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის საჭიროა რუსულენოვანი ტელეკომპანიის მაუწყებლობა.

„საქართველო დღეისთვის ახალ პირობებში იმყოფება. ახლა გაცილებით იზრდება „პიკის“ არსებობის აუცილებლობა. თუ სარედაქციო პოლიტიკის კორექტირებაა საჭირო, ამის განხორციელება შეიძლება იმ პროფესიონალი კოლექტივის პირობებში, რომელიც ტელეკომპანიას ჰყავს“-განაცხადა პოლიტოლოგმა გიორგი ხუციშვილმა.

დისკუსიაში პოლიტოლოგის რანგში მონაწილე მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ „პიკის“ შენარჩუნება მთლიანად კავკასიის ინტერესებშია და მისი მაუწყებლობის შეჩერებას „გარკვეული პოლიტიკური სუნი უდის“, რაშიც პოლიტოლოგის აზრით, ახალი ხელისუფლება აუცილებლად უნდა გაერკვეს.

საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოება „რუსული კლუბის“ პრეზიდენტი ნიკოლაი სვენტიცკი მიიჩნევს, რომ თავიდან არხი შეიქმნა, როგორც წინა ხელისუფლების პროპაგანდის იარაღი და ის ტენდენციური მაუწყებელი იყო. თუმცა, მისი თქმით, რუსულენოვანი ტელეარხი „პიკი“ უნდა შენარჩუნდეს.

რაც შეეხება „პიკის“ კოლექტივის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას, კოტრიკაძის თქმით, ეს ხანგრძლივი პროცედურაა და მათ ურჩევნიათ, საკითხის უმტკივნეულოდ მოგვარება. თუმცა, იურისტებთან კონსულტაციებს უკვე აწარმოებენ.

„პიკის“ თანამშრომლების ინფორმაციით, 25 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც არხის დახურვის შესახებ მაუწყებლის გენდირექტორის გადაწყვეტილება განიხილება.

„პიკის“ წარმომადგენლები დღეს აშშ-ს საელჩოს პრეს-ატაშეს შეხვდებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა