logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გოგა ხაინდრავა მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
გოგა ხაინდრავა მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
14:47 23.10.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი გენერალური პროკურორი თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება, განცხადებას მაშინვე შეიტანს და პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის წევრების მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

„ველოდები, როდის ჩამოყალიბდება საქართველოში ახალი ინსტიტუციები. ამის შემდეგ საკითხს დავაყებენ, გამოიძიონ დანაშაული, რომელიც პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა. ასევე, მოვითხოვ გამოძიება დაიწყოს 2004 წლის თებერვლიდან მთავრობის წევრების მიმართ. იქიდან მოყოლებული მთავრობის ყველა წევრი ეჭვმიტანილია კანონდარღვევებში“ - განაცხადა ხაინდრავამ.

ამასთან, როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, განცხადების შეტანისას დააფიქსირებს, რომ გამოძიების დაწყება მისი საქმით დაიწყოს, რადგან იმ დროისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

„პირველ ჩვენებას მე მივცემ და მოვითხოვ, გამოძიება დაიწყოს ჩემგან, რადგან მე ვხელმძღვანელობდი იმ დროისთვის ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას, კონფლიქტების მოგვარებას. ამ სფეროში უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ლომაიას და ბევრ ჩინოვნკს“ - განაცხადა მან.

ხაინდრავამ მის მიმართ დაწყებულ გამოძიებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საფრანგეტში გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა, ფალსიფიკაცია იყო.

„ვიდეომასალა იყო ფალსიფიკაცია და მე ამას დავამტკიცებ. ეს მასალები გაავრცელა არა საფრანგეთის ჟანდარემიარიამ, არამედ პირველ რიგში საქართველოდან მოცოცხილმა მურთაზ ზოდელავამ. ეს ყველაფერი გაირკვევა და ამაზე მურთაზ ზოდელავა რომ დაისჯება, ამის პირობას გაძლევთ“ - განაცხადა ხაინდრავამ.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული მასალა 25 სექტემბერს გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა. ამის შემდეგ ხაინდრავა პროკურატურამ რამდენჯერმე დაკითხვაზე დაიბარა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა