„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, შეხვედრას, რომელიც ევროპელი დემოკრატებისა და რეფორმისტების ალიანსის ლიდერთა სამიტის ფარგლებში ბრიუსელში შედგა, პარტიის საერთაშორისო მდივნი გიორგი რუხაძეც ესწრებოდა.
ორმხრივ შეხვედრაზე გიორგი თარგამაძემ დევიდ კემერონს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გააცნო და დემოკრატიის განვითარებისა და მრავალპარტიული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიებების პერსპექტივებზე ესაუბრა.
„ქართველ „ქრისტიან–დემოკრატებს“ და ბრიტანელ კონსერვატორებს საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაქვს, რომელიც საქართველოში და კავკასიის რეგიონში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მრავალპარტიული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბების პროცესში მდგომარეობს“ - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, პირისპირ შეხვედრისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან დაპირება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი და კონკრეტულად, გაერთიანებული სამეფო საქართველოს ახალი ხელისუფების მოქმედებას თვალს ყურადღებით მიადევნებს და დემოკრატიული პროცესების მხრადაჭერას კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს.

















