ბათუმის იუსტიციის სახლში ხვალ ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის სარეზოლუციო ნაწილი 31 აგვისტოს გამოცხადდება.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ევროსაბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლების მიერ კომისიის საქმიანობის დადებითად შეფასებით, კმაყოფილია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, 26 646 ამომრჩევლიდან 0,66% გარდაცვლილია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, პროექტ „კარდაკარში“ მონაწილე რეგისტრატორებიდან 55,87% უმუშევარია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, პროექტ „კარდაკარში“ მონაწილე რეგისტრატორთა ტრენინგები გამოკითხულთა 70,69%-ის მიერ დადებითად შეფასდა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს ყვარელში პოლიციამ მათ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახლთან მისასვლელი გზა გადაუკეტა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის საარჩევნო სიებში უამრავი უზუსტობაა.