დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 16:00 საათამდე ნაკადულის, კოჯრის, ამაღლების და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 17:00 საათამდე სოფელ ზურგოვანს, მისის დასახლებას, უნივერსიტეტის, ქავთარაძის, ანა პოლიტკოვსკაიას, ალმასიანის, ბერბუკის და მიმდებარე ქუჩებს, გლდანის მასივის I მიკრორაიონს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 18 საათამდე დაბა წყნეთს, წყნეთის გზატკეცილს, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩებს, ყვარლის, გეზათის, ამირეჯიბის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, ბეჟანიშვილის, ქსოვრელის, თმოგვის, ქართლის, ილურიძის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
შუქი 11-დან 16:00 საათამდე კი, აგლაძის, სამტრედიის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

















