logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროსაბჭოში საარჩევნო პროგრამის მრჩეველი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს
ევროსაბჭოში საარჩევნო პროგრამის მრჩეველი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს
16:55 16.08.2012
ევროსაბჭოში საარჩევნო პროგრამის მრჩეველი, ელჩი იგორ გაონი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობას დადებითდ აფასებს.

ამის შესახებ იგორ გაონმა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მონიტორინგი კომისიის საქმიანობის ყველა სფეროს ჩაუტარდა, რის შედეგადაც, შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველთა 90% კომისიის საქმიანობით კმაყოფილია.

„ამომრჩეველთა მონაცემები სიაში სრულადაა ასახული. დარჩენილ 10%-თან მიმართებაში, არსებული პრობლემები აღწერის შედეგად უნდა გადაიჭრას, რომელიც არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარდეს“ - განაცხადა იგორ გაონმა.

მისი თქმით, მიღებული შედეგების მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს. ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემების გამოსასწორებლად კი, მუშაობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის შედეგები დღეს სასტუმრო „ბეტსში“ გაიმართა.

კომისიის განხორციელებული საქმიანობა სამი მიმართულებით შეფასდა. კერძოდ, რეგისტრატორთა ტრენინგების მონიტორინგი, რეგისტრატორების შერჩევის მონიტორინგი, „კარდაკარის“ პროცესის მონიტორინგი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, 26 646 ამომრჩევლიდან 0,66% გარდაცვლილია.

შედეგების მიხედვით, სხვა მისამართზეა გადასული - 5,795%, საქართველოში არ იმყოფება - 5,13%, სხვა ქალაქშია გადასული - 6,68%, ხოლო 2,51%-ს მესაკუთრე არ იცნობს.

პროექტ „კარდაკარის“ შედეგების გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ 9 ათას 80 ვიზიტისას 26,09%-ის შემთხვევაში ამომრჩეველთა ბინა დაკეტილი აღმოჩნდა, 2,29%-ის შემთხვევაში მისამართი არ არსებობს, რეგისტრირებულ 7,86%-ს კი, არავინ იცნობს.

აღნიშნული მონიტორინგი ევროსაბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინასებით ჩატარდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა