logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კაციტაძე ამომრჩეველთა სიების გადამოწმების კომისიის დადებითად შეფასებით კმაყოფილია
კაციტაძე ამომრჩეველთა სიების გადამოწმების კომისიის დადებითად შეფასებით კმაყოფილია
17:22 16.08.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ევროსაბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლების მიერ კომისიის საქმიანობის დადებითად შეფასებით, კმაყოფილია.

ამის შესახებ მამუკა კაციტაძემ დღეს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ დისკუსიაზე, რომელსაც ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, კომისიის საქმიანობის შესახებ უმნიშვნელო შენიშვნები გამოიკვეთა.

კაციტაძის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ წყვილი რეგისტრატორის ნაცვლად, ზოგიერთ მისამართზე ინდივიდუალური რეგისტრატორები დადიოდნენ. ასევე, იყო ენის ბარიერიც, მაგრამ აღნიშნული პრობლემა ინფორმაციის მიღებიდან ერთ კვირაში გამოსწორდა.

„სასიმოვნოდ აღფრთოვანებული ვარ, როდესაც მონიტორინგიც, დამკვირვებელიც და იდეაში კრიტიკოსიც დადებითად გაფასებს. ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასებები დაფიქსირდა ევროსაბჭოს, ნიდერლანდების საელჩოსა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც“ - განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, კომისიას საკუთარი საქმიანობის 100%-ით ზუსტად განხორციელების, ან 11 100 რეგისტრატორის უშეცდომოდ მუშაობის ილუზია არ ჰქონია.

კაციტაძის შეფასებით, ის ბოლომდე კმაყოფილი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა კომისიის მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობა გაიზრდება.

მისივე თქმით, სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით, კომისია მე-2 ეტაპს ახორციელებს მეთოდით - „ამომრჩევლიდან სიამდე“, რომელიც 1 სექტემბერს დასრულდება. ამომრჩეველთა ერთიანი სია კი, 14 დღის ვადაში გამოქვეყნდება.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის შედეგები დღეს სასტუმრო „ბეტსში“ გაიმართა.

კომისიის განხორციელებული საქმიანობა სამი მიმართულებით შეფასდა. კერძოდ, რეგისტრატორთა ტრენინგების მონიტორინგი, რეგისტრატორების შერჩევის მონიტორინგი, „კარდაკარის“ პროცესის მონიტორინგი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, 26 646 ამომრჩევლიდან 0,66% გარდაცვლილია. სხვა მისამართზეა გადასული - 5,795%, საქართველოში არ იმყოფება - 5,13%, სხვა ქალაქშია გადასული - 6,68%, ხოლო 2,51%-ს მესაკუთრე არ იცნობს.

პროექტ „კარდაკარის“ შედეგების გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ 9 ათას 80 ვიზიტისას 26,09%-ის შემთხვევაში ამომრჩეველთა ბინა დაკეტილი აღმოჩნდა, 2,29%-ის შემთხვევაში მისამართი არ არსებობს, რეგისტრირებულ 7,86%-ს კი, არავინ იცნობს.

აღნიშნული მონიტორინგი ევროსაბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით ჩატარდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა