კოალიცია „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუკრი ქანთარია ხელისუფლებას მოუწოდებს არ ისროლოს.
როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დანაშაულებრივი გზით წარიმართოს.
„ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება არჩევნების მოგებას, ის ეცდება სიტუაციის არევას, თუმცა, მოვუწოდებ, რომ არ გაისროლოს, რადგან ეს ძალიან ძვირად დაუჯდება. ჩვენ ხელისუფლებაში მშვიდობიანი გზით მოსვლა გვინდა“-განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლება აუცილებლად არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

















