logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საია ივანიშვილისა და კალაძის დაჯარიმების ფაქტს უკანონოდ მიიჩნევს
საია ივანიშვილისა და კალაძის დაჯარიმების ფაქტს უკანონოდ მიიჩნევს
16:00 16.08.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის დაჯარიმებას უკანონობად მიიჩნევს.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს 10 და 11 აგვისტოს გადაწყვეტილებები შეისწავლა, რომელიც საჯარო დაწესებულების მიმართ ლოიალობით გამოირჩევა და ვერ ქმნის საქმის სამართლიანად განხილვის სურათს.

საია-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნულს კიდევ ერთხელ ადასტურებს კალაძისა და ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებებიც, ამგვარი პრეცედენტები კი, უარყოფით გავლენას მთლიანად სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციაზე ახდენს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ სასამართლო ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილებებს და არ გააჩნია მრკიცებულებები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახის უკანონო შემოწირულება განხორციელდა, რაში გამოიხატა პარტიის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულების განხორციელება, რომელმა პარტიამ/პარტიასთან გათანაბრებულმა პირმა მიიღო აღნიშნული შემოწირულება და რა ოდენობით და ა.შ

„არც ერთ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში პასუხი მოცემული არ არის. უფრო მეტიც, ეს კითხვები დასმულიც კი არ არის, რაც სასამართლოს მსჯელობას ძალიან ილუზორულს, საქმისაგან მოწყვეტილსა და უსაფუძვლოს ხდის“- აცხადებენ საიაში და აღნიშნავენ, რომ კალაძის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაში მითითებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის განმარტება, რომლის მიხედვითაც არსებობს „საკმარისი ვარაუდი“ იმისა, რომ კახა კალაძის მიერ ნაღდი ფულის სახით გატანილი თანხა „გამოყენებული იქნება“ პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის.

საიაში მიაჩნიათ, რომ კონკრეტიკისა და მტკიცებულებების არარსებობა შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილებიდან ამ კითხვაზე პასუხის მიღებასაც კი, რადგან, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონი არ იცნობს პასუხისმგებლობას მომავალში უკანონო შემოწირულების განხორციელების საფუძვლით. ამავდროულად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა იმ სტანდარტით, რომლის მიხედვითაც ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება, უნდა გადაწყდეს პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ.

საიას ცნობით, ივანიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში სასამართლო მსჯელობს, რომ „დადასტურებულია ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში მიცემული პირს მიერ საბანკო ანგარშებიდან ნაღდი ფულის სახით გატანილი თანხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ფაქტი და აღნიშნულის მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეალურად, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება სადავო თანხის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების ფაქტი. უფრო მეტიც, სასამართლომ საერთოდ არ მიიღო მხედველობაში დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურების შესახებ 2012 წლის 27 ივლისის სანოტარო აქტი, რომლის თანახმად, ეკატერინა ხვედელიძის საცხოვრებელ სახლში ნაღდი სახით ინახება 700 000 ლარი და 2 900 000 აშშ დოლარი.

„ბუნდოვანი საკითხები დაუსაბუთებელი მსჯელობები, რომელიც არავითარ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობილი არ არის, გადაწყვეტილებაში მრავლადაა მოცემული. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე გადაწყვეტილება შეიცავს ცალკეულ ბუნდოვან ჩანაწერებს. გაურკვეველია, ამ შემთხვევებში, სასამართლო ივანიშვილისა და კალაძის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს, რითაც სცდება დავის საგანს და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს, თუ უბრალოდ ვერ მიჯნავს ამომრჩევლის მოსყიდვას უკანონო შემოწირულებისგან“- აცხადებენ საიაში და აღნიშავენ, რომ ასევე კანონის დარღვევას წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კახი კალაძესთან მიმართებაში იძულებითი აღსრულების დაწყება იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულებისთვის კანონის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებით მიცემული ვადა არ არის გასული.

სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, საიას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 10 და 11 აგვისტოს გამოტანილი დადგენილებები უხეშად არღვევენ ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის უფლებას სამართლიან სასამართლოზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული უფლებაა.

საიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევა თანაბრად მიუღებელია და მოითხოვს დამრღვევების მიმართ სათანადო ზომების გამოყენებას. უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა კანონის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, ხოლო კანონის დარღვევა არ უნდა წახალისდეს. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, თავად პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესი და სახელმწიფო სტრუქტურათა საქმიანობა უნდა ექცეოდეს კანონის ფარგლებში და ხორციელდებოდეს სამართლიანობის პრინციპის სრული დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნშნულმა პროცესმა შესაძლოა, იქონიოს გამოუსწორებლი შედეგები საარჩევნო მოვლენებზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის სახით კახა კალაძეს 16 944 960 ლარი, ხოლო ბიძინა ივანიშვილს 20 243 827,5 დაეკისრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა