საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იმ გაზეთების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების თანახმად, მონიტორინგს დაექვემდებარა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით დაიწყო.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „კომედი ტვ“-მ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „მეცხრე არხი ინფოს“ განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მთავრობის კანცელარიაში უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი ინციდენტები განიხილება.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე და პარტიის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ინგა გრიგოლია სოფელ გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატორის ზვიად ძიძიგურის თქმით, 19 აგვისტოს რუსთავში დაგეგმილი აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სამაუწყებლო კომპანიებს საკუთარ ეთერში უფასო პოლიტიკური რეკლამის გამოყოფის დროს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული ჩამონათვალით ხელმძღვანელობისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ტყიბულის რაიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პავლე კუბლაშვილი წარუდგინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ავსტრიის რესპუბლიკის ქალაქ ზალცბურგში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ზალცბურგის ტრილოგია 2012“ მონაწილეობდა.
პარტია "ახალი მემარჯვენეების" ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ლატარიამ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ხობის რაიონის სოფლების პრობლემებზე ისაუბრა.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საგარეჯოში თინა ხიდაშელმა სოფელ იორმუღანლოს პოლიციაში სოფელ დუზაგრამას გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.