logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართული ოცნების“ შემომწირველები მათი დაჯარიმების გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ
„ქართული ოცნების“ შემომწირველები მათი დაჯარიმების გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ
15:28 17.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ 16 შემომწირველი მათი დაჯარიმების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთი შემომწირველის, „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის ადვოკატმა პაატა კიკნაველიძემ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შემომწირველები ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებამდე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართავენ.

„სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მაგრამ ევროპულ კონვენციას საქართველოში აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი შიდა კანონის რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება ევროკონვენციის რომელიმე მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში კონვენცია მოქმედებს და არა შიდა კანონმდებლობა“- განუცხადა „ნიუსპრესს“ კინაველიძემ და აღნიშნა, რომ დაჯარიმებული პირები 1 კვირის განმავლობაში უზენაეს სასამართლოს მიმართავენ.

როგორც კიკნაველიძემ აღნიშნა, კონვენციის მიხედვით, დაჯარიმებულ პირს, რომლის ჯარიმა 300 ევროს აღემატება, უნდა მიეცეს ისეთივე გარანტიები, როგორიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირს აქვს, რაც სამი ინსტანციის სასამართლოში დავის უფლებას გულისხმობს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია დაჯარიმებულ პირთა საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.

ადვოკატის განმარტებით, ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო დაჯარიმებულ პირთა ქონებას მოიძიებს, უძრავ ქონებას რეესტრში დაარეგისტრირებს, მოძრავს კი, აღწერს და ჩაიბარებს. მისი თქმით, საბანკო ანგარიშების შემთხვევაში, ბანკს გაეგზავნება წერილი, რომ მოცემული ანგარიშიდან გასავლის ოპერაცია არ განახორციელოს.

ადვოკატის თქმით, ჯავახიშვილი საქალაქო სასამართლომ 85 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო 16-ვე შემომწირველის ჯარიმა მთლიანობაში ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. მათ ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ეწურებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე კოალიცია „ქართული ოცნების“ 16 შემომწირველი, მათ შორის „ბანკი ქართუს“ 8 თანამშრომელი დააჯარიმა.

სასამართლოს 2012 წლის 10 აგვისტოს დადგენილებებით, გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, ნატო კოპლატაძე, დავით კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, მაგდანა მუშკუდიანი, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი, ნინო უძილაური, ნატო ხაინდრავა, ნოდარ ჯავახიშვილი, ია გამცემლიძე, ირაკლი ბერაია, დავით გალუაშვილი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა