პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატორის ზვიად ძიძიგურის თქმით, 19 აგვისტოს რუსთავში დაგეგმილი აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ამის შესახებ მან დღეს „ნიუსპრესს“ განუცხადა.
ძიძიგურის თქმით, კოალიცია მხარდამჭერებთან შეხვედრას ყოველდღიურად მართავს, შემაჯამებელი შეხვედრა კი, ხვალ შედგება.
რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მოსამზადებელი სამუშაობისთვის ხელის შეშლის შემთხვევებს ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება რუსთავის მერიასთან ურთიერთობას, ძიძიგურის თქმით, მათ შორის კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ შედგა.
„გვინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსთავის მერიას, რომ ჩვენ თანამშრომლობის სურვილი გვაქვს“ - აღნიშნა მან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია რუსთავში 19 აგვისტოს, 19:00 საათზე, ჟიული შარტავას მოედანზე გაიმართება.
რუსთავის მერიამ კოალიციას აქციის გასამართად მეგობრობის მოედანი შესთავაზა, თუმცა, იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მანამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე თვითმმართველობის ორგანომ უარი უთხრა, ღონისძიების შარტავას მოედანზე ჩატარება გადაწყვიტა.

















