საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „მეცხრე არხი ინფოს“ განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომპანია თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს.
საკითხის ზეპირი მოსმენა, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გაიმართება, ხოლო გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისია ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

















