საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იმ გაზეთების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების თანახმად, მონიტორინგს დაექვემდებარა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, 16 აგვისტოს მონაცემებით, საარჩევნო პროცესში კომისია ზედამხედველობას „ეგრისის მაცნეს“, „გურჯაანს, „გაზეთი ბოლნისს“, „პრო–არტს, „მოდინახეს“, „ენციკლოპედია ქუთაისს“, „ლიტერატურულ მესხეთს“ (ადიგენი), „ჩემ აფხაზეთს“, „ბიულეტენს“ გაუწევს.
ასევე, კომისია გამოცემების - „ვრასტანი“, „გურჯისტანი“, „ონი News“, „ახალი ხარაგაული“, „ლიტერატურული მესხეთი“ (ახალქალაქი), „გურიის მოამბე“, „ალიონი“, „ყაზბეგის მაცნე“ მონიტორინგს განახორციელებს.
15 აგვისტოს გამართულ საჯარო სხდომაზე „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილება დამტკიცდა.
დადგენილების თანახმად, მონიტორინგი იმ გაზეთებზე გავრცელდება, რომლებიც ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ფინანსდებიან.

















