logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ქართუ ბანკის“ თანამშრომლები სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ
„ქართუ ბანკის“ თანამშრომლები სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ
17:15 17.08.2012
„ქართუ ბანკის“ თანამშრომლები სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და უწყებათაშორის კომისიას მიმართავენ.

„ქართუ ბანკის“ თანამშრომლები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა და უწყებებმა მათი დაჯარიმების თაობაზე სათანადო რეაგირება მოხდინონ, რათა მოახლოებული არჩევნების სამართლიანი და მიუკერძოებელი ჩატარების უზრუნველსაყოფად, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნა.

„ქართუ ბანკის“ თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ უაპელაციოდ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების უკანონო დადგენილება და მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებებისა, მათ 510 ათას ლარზე მეტი ჯარიმა დააკისრა.

„ქართუ ბანკში“ მიაჩნიათ, რომ თანამშრომლების დაჯარიმება ემსახურება ხელისუფლების მიზანს, დააშინოს ქართული საზოგადოება და არ დაუშვას ოპოზიციური პარტიისადმი თანადგომის არცერთი პრეცედენტი.

„კანონსაწინააღმდეგო ოპერატიულობით უკვე გამოწერილია სააღსრულებო ფურცლები ჩვენს საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე, უახლოეს მომავალში აუქციონზე გაყიდვის გარანტირებული მუქარით. ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ ჯარიმების გადახდას და გვაქვს ქართული საზოგადოების აქტიური თანადგომის იმედი“- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს „ქართუ ბანკის“ თანამშრომლები აწერენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ განხორციელებული შემოწირულობისთვის „ბანკი ქართუს“ 8 თანამშრომელი დააჯარიმა.

სასამართლოს 2012 წლის 10 აგვისტოს დადგენილებებით, გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, ნატო კოპლატაძე, დავით კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, მაგდანა მუშკუდიანი, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი, ნინო უძილაური, ნატო ხაინდრავა, ნოდარ ჯავახიშვილი, ია გამცემლიძე, ირაკლი ბერაია, დავით გალუაშვილი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა