შინაგან საქმეთა სამინისტროს აბაშის რაიონულმა სამმართველომ სოფელ მაიდანში მცხოვრები ავქსენტი ჯანგველაძე დააკავა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავქსენტი ჯანგველაძემ 14 აგვისტოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სოფიო ჯანგველაძეს, რომელიც პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ჯანგველაძე დაკავებულია სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. სასამართლომ მას 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ინციდენტი სოფელ მაიდანში 14 აგვისტოს მოხდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს აბაშაში „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

















