საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ხელფასები გაიზარდა.
საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის „გაკეთილშობილებას და გაადამიანურებას“ დამოუკიდებელი სასამართლოთი გეგმავს.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების საკითხს სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობის პრივატიზაციის პროცესი შეჩერებულია.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ დიდი კაშხლების მშენებლობის საკითხი გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გადაწყდება.
პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წარდგენის შესახებ შესაბამისი განკარგულება გამოსცა.
საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომლის თანახმადაც პარლამენტის სხდომების გამართვა როგორც ქუთაისში,