თბილისის ზოგიერთ დასახლებას დღეს წყლის მიწოდება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, წყლის
შეწყვეტის მიზეზი მაგისტრალური წყალდენის „გაზის დასახლებაში“ გამავალი მონაკვეთის დაზიანებაა.
საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს 11:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება სოფლებს - გლდანსა და გიორგიწმინდას, გლდანულას, გაზის, ცენტროლიტის, კონიაკისა და მუხიანის სამხედრო დასახლებებს და მიმდებარე აგარაკებს შეუწყდება.
წყალი ასევე, ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთისა და რევოლუციის ქუჩებს, მუხიანს, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, თემქის III მიკრორაიონს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს არ მიეწოდება.

















