ქალაქ ლაზიკას მშენებლობა მხოლოდ კერძო ინვესტორთა დაინტერესებით  უნდა განხორციელდეს.
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირკაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის წინაშე დღეს გაცილებით უფრო პრიორტიტეტული ამოცანები დგას, ვიდრე ლაზიკას მშენებლობა.
„ძალიან მეეჭვება, რომ ლაზიკასთვის ამ ეტაპზე ვინმემ მოიცალოს. თუ მშენებლობაზე ინტერესი გამოიხატება, ეს მხოლოდ კერძო ბიზნესის საშუალებით უნდა მოხდეს და არა სახელმწიფოს ჩარევითა და დავალებით. ეს იყო ძალიან მანკიერი პრაქტიკა, რომლიც აღარ უნდა განმეორდეს“ - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი ქალაქი მხოლოდ კერძო ინვესტორთა დაინტერსებით უნდა აშენდეს, მთავრობის მიზანი კი - ინვესტორების დაინტერსება იქნება, რათა ლაზიკას ტიპის ქალაქის საჭიროება გაჩნდეს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












