საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ხელფასები გაიზარდა. 
როგორც უწყების პრესსამსახური იუწყება, აღნიშნულ ბრძანებას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები ხელახლა განსაზღვრის უფლება მიეცა.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობას, შეარჩიოს კვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ სათანადო ხელფასი და სხვა სოციალური გარანტიები“-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ტუღუშს აუცილებლობად მიაჩნია სისტემაში მომსახურე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების  შრომის ანაზღაურების ოდენობების გადახედვა, ასევე,  ჯანდაცვისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების მკვეთრი ზრდა. 
უწყება იმედოვნებს, რომ ახალი მინისტრი ამ მიზნისთვის სათანადო რესურსების მოსაძიებლად მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












