თბილისის ზოგიერთ დასახლებას ხვალ წყლის მიწოდება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, წყლის შეწყვეტის მიზეზი მაგისტრალური წყალდენის „გაზის დასახლებაში“ გამავალი მონაკვეთის დაზიანებაა.
საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ 11:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება სოფლებს - გლდანსა და გიორგიწმინდას, გლდანულას, გაზის, ცენტროლიტის, კონიაკისა და მუხიანის სამხედრო დასახლებებს და მიმდებარე აგარაკებს შეუწყდება.
წყალი ასევე, ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთისა და რევოლუციის ქუჩებს,  მუხიანს, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII  მიკრორაიონებს, თემქის III მიკრორაიონს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს არ მიეწოდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ხვალ დილიდან შეუდგება. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












