საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოს უპატივცემულობისათვის ადვოკატის გაძევების და დაჯარიმების უფლებამოსილებას, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროში „წიგნის კლუბის“ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც, ისნის #12 სკოლის მოსწავლეებთან ერთად „განრიდებისა და მედიაციის პროექტის“ ბენეფიციარებიც მონაწილეობდნენ.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს წიგნის „ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოვლინებების, კრიმინალიზაციისა და სამართალშეფარდების პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში“ პრეზენტაცია გაიმართა.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა იყოს ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მგლებს იცავენ.
თურქეთის ვიცე-პრემიერ მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, თურქეთის ისტორიის სახელმძღვანელოში, ბათუმი თურქეთის ტერიტორიადაა მოხსენიებული.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის 2011-2012 წლებში ფინანსური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო შეთანხმებას მოეწერა ხელი.
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ბობოხიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლო მომავალში პრეზიდენტი მხარდამჭერებთან და ამომრჩევლებთან მასშტაბური შეხვედრის გამართვას აპირებს.
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესაძლო კენჭისყრის საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დროისთვის არ განიხილავს.
ე.წ „ატსტუპნიკებმა“ მორიგი საპროტესტო აქცია დღეს პარლამენტის წინ გამართეს და ხელისუფლებისგან მათ მიერ წლების წინ შეძენილი საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოითხოვეს.
დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრები და დევნილი ახალგაზრდები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისაღებ ცენტრში სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.