სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, კახეთის რეგიონის ტურისტული განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ივა დავითაიამ 2012-2013 წლის სამოქმედო გეგმები წარმოადგინა.
შეხვედრაზე კახეთში ტურიზმის განვითარების კონცეფციასა და მისი განხორციელების გზებზე იმსაჯელეს, განიხილეს კონკრეტული აქტივობები, რომლებიც ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში იგეგმება, განსაკუთრებული ყურადღება კი - სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი კამპანიის კონცეფციის ანალიზს დაეთმო.
სტრატეგიული განვითარების სააგენტო პრეზიდენტის ბრძანებულებით, მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა. მის ფუნქციას საქართველოში განსახორციელებელი ცალკეული ტურისტული და საინვესტიციო პროექტების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი შეადგენს. პირველ ეტაპზე, სააგენტოს ძირითადი მიმართულებები კახეთსა და იმერეთში, ასევე ლაზიკაში დაგეგმილი პროექტების კოორდინაციაა.

















