საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას უნდობლობას უცხადებს და საკუთარი რესურსით ალტერნატიული „კარდაკარ“ აქციის განხორციელებას გეგმავს.
10 და 21.3-კილომეტრიანი გარბენი, რომელშიც 100-ზე მეტი ამერიკელი საზღვაო ქვეითი მიიღებს მონაწილეობას, რუსთავის მერიის შენობიდან 22 აპრილს 09.00 საათზე აიღებს სტარტს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საქართველოში ამერიკის საელჩოდან აცნობეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი განმარტავს, რომ ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს თავის ამომრჩეველს სადაც უნდა იქ შეხვდეს, მათ შორის რესტორანში.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ტელერადიოკომპანია „მირთან“ საქართველოს თანამშრომლობა მანამ გრძელდებოდა, სანამ საქართველო დსთ–ს წევრი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად მითვისების ფაქტზე, ,,ლიბერთი ბანკის" ჩოხატაურის რაიონის ფილიალის მოლარე-ოპერატორი ვალერი გიორგაძე დააკავეს.
აშშ და ნატო ავღანეთიდან ჯარებს 2014 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიყვანენ. ამის შესახებ განცხადება ავღანეთში ნატო-ს წარმომადგენელმა მარკ სედვილმა გააკეთა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ მიმდინარე წლის 28 აპრილს დაგეგმილი მანიფესტაცია არ შედგება. ამის შესახებ „ამომრჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ განაცხადა.