„სილქტივის“ სოცილურ–შემეცნებითი პროექტის „საშინაო სკოლის“ 200–მდე ყველაზე აქტიური მომხმარებლები წამახალისებელი პრიზებით დასაჩუქრდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ „სილქნეტიდან“ აცნობეს, ქართული ენისა და ლიტერატურის ვიდეო გაკვეთილების 100 აქტიურ მომხმარებელს სააფთიაქო ქსელი „პე-ეს-პე“ 50 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.
2012 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ „პსპ-აფთიაქში“ ვაუჩერის წარდგენისას, მფლობელს 50 ლარის ფარგლებში ნებისმიერი პროდუქცის არჩევა შეეძლება.
მათემატიკის ვიდეო გაკვეთილების აქტიურ 100 მომხმარებელს კი, „ბითიეი ბანკი“ „სილქ საფულის“ ანგარიშზე 50 ლარს ჩაურიცხავს, საიდანაც კომუნალური გადასახადების გადახდა, საპატრულო ჯარიმების დაფარვა და სხვა მომსახურების განხორციელებაა შესაძლებელი.
„სილქნეტმა“ ინტერაქტიული ტელევიზიის - „სილქტივის“ მომხმარებელს ახალი საგანმანათლებლო პროექტი - „საშინაო სკოლა“ წელს შესთავაზა. სალექციო ხასიათის ვიდეო–გაკვეთილებიდან მომხმარებელი ირჩევს საგანს, კლასს და გაკვეთილს, რომლის ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია.
„საშინაო სკოლის“ სერვისი უფასოა და საქართველოს მასშტაბით „სილქტივის“ ყველა მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი.

















