ჰოლანდიელი „ქრისტიან-დემოკრატები“ ქართველ კოლეგებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის შემუშავებაში დაეხმარებიან.
ამის შესახებ გადაწყვეტილება „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა გიორგი რუხაძემ და ჰოლანდიელი „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებმა ჰააგაში მიიღეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, რუხაძემ ჰააგაში შეხვედრაზე ჰოლანდიელ კოლეგებს საქართველოში არსებული ვითარება, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სექტროში შექმნილი მდგომარეობა გააცნო.
„ნიდერლანდებში სოფლის მეურნეობა კარგადაა განვითარებული, რაც წლების განმავლობაში ჩვენი პარტიის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია. ამიტომ, მოხარული ვიქნებით ჩვენი გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარებით“ - განაცხადა ჰოლანდიელი ქრისტიან-დემოკრატების მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდნეტმა პიტერ ვან გილმა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ივნისის პირველ ნახევარში ქართველი „ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერთა ჯგუფი ადგილობრივი ფერემებისგან გამოცდილების მიღების მიზნით ჰოლანდიაში გაემგზავრება.

















