„ამომრჩეველთა ლიგა“ მის მიერ ჩამოყალიბებულ „სოლიდარობის ფონდს“ და ფონდის ხელმძღვანელობას საზოგადოებას ოფიციალურად რამდენიმე დღეში წარუდგენს.
ამის შესახებ „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ფონდს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უხელმძღვანელებენ.
ხაინდრავს განცხადებით, ფონდის საქმიანობა ლეგალური იქნება და მის მუშაობაში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, ეს პროცესი კანონიერი და გამჭვირვალეა.
„ფონდი მხარს დაუჭერს იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც სააკაშვილის ჯურღმულებში უკანონო პატიმრობით იტანჯება, ასევე, იმ ადამიანებს, ვინც ამ რეჟიმის მსხვერპლი შეიძლება მომავალში გახდეს“ - განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ფონდთან თანამშრომლობის შესახებ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჯერჯერობით გამოხმაურება არ ყოფილა.

















