დეპუტატებს ქალაქ ლაზიკას მშენებლობაზე საგადასახადო შეღავათების დაწესება სურთ.
აღნიშნული წინადადებით დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი გამოვიდა.
კახა ოქრიაშვილს კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე და სხვა დეპუტატებიც დაეთანხმნენ.
კომიტეტის სხდომაზე ლაზიკის მშენებლობაზე საგადასახადო შეღავათზე საუბარი ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას მოჰყვა.
ახალი კანონპროექტის თანახმად, ინვესტორი ოლიმპიური სოფლის მშენებლობისას 10 წლის განმავლობაში საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს.

















