საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება.
ამერიკას და საქართველოს რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებთ და ამ ორ ქვეყანას ერთად ბევრი რამის გაკეთება შუძლია.
ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ძალების სიდიდით საქართველო ნატო-ს მეორე არაწევრი ქვეყანაა, მალე კი - არაწევრი პირველი კონტრიბუტორი გახდება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტი სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთებით კი, საქართველოსთვის.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმში დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“, „ახალი მემარჯვენეების“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდება.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე იაროსლავ დავიდოვიჩი ღია დემოკრატიის კომიტეტის განსაკუთრებული მრჩევლის რანგში საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებს დააკვირდება.