logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
The National Interest - ჰილარი კლინტონმა საქართველოში ვაშინგტონის ბოლო გზავნილი უნდა ჩაიტანოს
The National Interest - ჰილარი კლინტონმა საქართველოში ვაშინგტონის ბოლო გზავნილი უნდა ჩაიტანოს
10:21 05.06.2012
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტი სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთებით კი, საქართველოსთვის.  ამის შესახებ „nationalinterest.org“-ი წერს.
ინფორმაციის თანახმად, 2003 წლის იმ სადავო არჩევნების შემდეგ, რომელმაც „ვარდების რევოლუცია“ და ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დაცემა მოიტანა, საქართველო პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ ფაზაში პირველად შედის.
გამოცემის ინფორმაციით, უკვე 20 წელია პოსტ-საბჭოთა საქართველომ თავისი ბედი შეერთებულ შტატებს მჭიდროდ დაუკავშირა. ეს ნაწილობრივ მისი ბოლო ორი პრეზიდენტის პირადი კავშირების შედეგია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აღქმა იმისა, რომ აშშ ისე აღარ უჭერს საქართველოს მხარს, გადამწყვეტი მომენტი გახდა, როდესაც შევარდნაძემ 2003 წლის ნოემბერში, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
„როდესაც 2004 წელს ამერიკაში განათლებამიღებულმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობა დაიკავა, ის კვლავ ვაშინგტონს მიუბრუნდა და იქაც მოწადინებული მფარველი, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დახვდა. მათ შორის ზედმეტად პირადი, ზედმეტად ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა“ - წერს „nationalinterest.org“-ი.
გამოცემის თანახმად, ობამას ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნაკლებად პერსონალიზებული და უფრო მეტად პროფესიული და ინსტიტუციური გახდეს.
„მაგრამ საქართველო მუდმივი დრამის, სპექტაკლებისა და წარმოუდგენელი პერსონალიების ტერიტორიაა. პოლიტიკურ სცენას ახლა ერთის ნაცვლად, ასეთი ორი ადამიანი ჰყავს. მეორე ტიტანი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომლის პოლიტიკურმა დებიუტმა შარშან შემოდგომაზე ქართულ ოპოზიციას უეცრად ენერგია შესძინა“ - აღნიშნულია სტატიაში.
მედიის ინფორმაციით, სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ველად რჩება. ორივე მხარე ოქტომბრის არჩევნებში თავის გამარჯვებას უკვე წინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ ქვეყანა მეორისგან უნდა გათავისუფლდეს.
სტატიის თანახმად, ახლა უკვე ჰილარი კლინტონის ჯერია. მან საქართველოში ვაშინგტონის ბოლო გზავნილი უნდა ჩაიტანოს.
„კარგი გზავნილის საკვანძო ელემენტების შემუშავება მართლაც იოლია -უნდა დაფასდეს მთავრობის მიერ ჩატარებული პოზიტიური რეფორმები; სააკაშვილს უნდა შეახსენონ, რომ საქართველო მეტი რამაა, ვიდრე მხოლოდ სააკაშვილი; ხაზი უნდა გაესვას თანაბარი პირობების შექმნის აუცილებლობას არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინმსწრებ თვეებში; მეგობრულად უნდა ურჩიონ ოპოზიციას, რომ თუ არჩევნები ასე თუ ისე სამართლიანად ჩატარდება, შედეგები უნდა აღიარონ“ - ნათქვამია სტატიაში.
მისი ინფორმაციით, თუ ვაშინგტონს სჯერა, რომ საქართველოში მხარს პროცესებს უჭერს და არა პიროვნებების გუნდს, ქართველმა ხალხმა აშშ-დან ახალი გზავნილი უნდა მოისმინოს, ცხადი და გაუფილტრავი.
მასალა მომზადებულია „foreignpress.ge“-ს თარმაგნზე დაყრდნობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა