ბათუმში მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა ბათუმის „შერატონში“ მიმდინარეობს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას „ქრიტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე და „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ესწრებიან, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ კი - „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი მანანა კობახიძე და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თეა წულუკიანი წარმოადგენენ.
შეხვედრაზე საუბარის მთავარი თემა 2012 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და უსაფრთხოების საკითხები იქნება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰილარი კლინტონი ბათუმის პორტში გადაინაცვლებს, სადაც აშშ საქართველოს ორ კატარღას გადასცემს.

















