logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კლინტონი - არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დღესაც და მანამდეც
კლინტონი - არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დღესაც და მანამდეც
11:17 05.06.2012
საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნისთვის დემოკრატიის გაღრმავების შესაძლებლობაა.  ამის შესახებ დღეს ბათუმში საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მესამე პლენარული სხდომის გახსნისას სიტყვით გამოსვლაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული არჩევნები ასევე საქართველოსთვის შესაძლებლობაა გააძლიეროს ლეგიტიმურობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა საკუთარი საზოგადოებისა და მსოფლიოს თვალში.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიები კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.
„არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი თვითონ არჩევნების დღესაც და მანამდეც. უწყებათაშორისი ოპერატიული ჯგუფების შექმნა კარგი საფეხურია იმისთვის, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები იქნეს განხილული“ - აღნიშნა კლინტონმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოში „ვარდების რევოლუციიდან“ დემოკრატიის გაძლიერებისთვის გადადგულ ნაბიჯებს მნიშვნელოვნად აფასებს.
როგორც მან განაცხადა, ამ კუთხით საქართველოს პროგრესი მთელს მსოფლიოში აღნიშნეს.
მისი თქმით, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ დემოკრატიული ფასეულობების კონსოლიდაცია მოახდინოს, რადგან ეს მისი მომავლის მთავარი შემადგენელი ნაწილია და ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან უფრო ახლოს მიიყვანს.
ამასთან, ჰილარი კლინტონმა პოლიტიკაში ქალების ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა და ქვეყანა მთლიანობაში უფრო ძლიერი იქნება, როდესაც ქალებს ექნებათ უფრო მეტი უფლებები, უფრო დიდი როლი საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებაში.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველომ „ვარდების რევოლუციით“ ისტორია შექმნა, უფრო რთული და მნიშვნელოვანი სამუშაო მომავალში უწევს.
მისივე განმარტებით, საქართველომ ჩვეულებები და პრაქტიკა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც დროთა განმავლობაში დემოკრატიას შეინარჩუნებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა