შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთში“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, 5 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, „სადამსჯელოს“ უწოდებენ, რადგან „ვარძელაშვილის და მერაბიშვილის ტელევიზიაზე ხმის ამოღება გაბედეს“.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ჯონ ბონერი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან საუბრის საჯარო განმარტებას სთხოვს.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი პარლამენტში სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის მოხსენებას - ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2011 წლის ანგარიშთან დაკავშირებით, მოუთმენლად ელოდება.
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღეს გამოფენა - „სული ღმერთს გული სამშობლოს(ამბროსი ხელაია – 150)" გაიხსნება, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.
თბილისში სამხრეთ კორეის საელჩო გაიხსნება. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მიონ-ბაკმა სეულში ორმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ინიციატივით, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.