ჩრდილოეთ კორეაზე განაწყენებულმა ამერიკამ, რომელიც აპრილში შორსმოქმედი რაკეტის გაშვებას გეგმავს, მას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუწყვიტა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ პიტერ ლავოიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რაკეტის გაშვების შესახებ, მსგავს გამოცდებზე დაწესებული მორატორიუმის შეთანხმებას არღვევს.
ფხენიანი, თებერვალში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის განკუთვნილი სურსათის მიწოდების სანაცვლოდ, თანახმა იყო ნაწილობრივ შეეწყვიტა ბირთვული იარაღის სფეროში საქმიანობა და რაკეტების გამოცდა შეეჩერებინა.
ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გაშვებას 12-16 აპრილს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ილ-სუნგის 100 წლის იუბილეზე გეგმავს.

















